ხესემანია
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდა შემტევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია მადრიდში.
განვლილი 6 თამაშის შემდეგ, ხესემ ნაყოფიერი თამაშით დაგვამახსოვრა თავი - 4 გოლი და 3 ასისტი.ამის გამო, როდრიგესს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა და უკვე „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის გამოჩენას ოვაციებით ხვდება.
საფეხბურთო ექსპერტებს აოცებთ მოთამაშის თვითდაჯერებულობა.ის ყოველგვარი დაძაბულობისა და ნერვიულობის გარეშე გამოდის მოედანზე ბურთის გასაგორებლად.ამის ნათელი დასტურია „ოსასუნასთან“ გამართული შეხვედრა.ხესე ისე იქცეოდა, თითქოს ყოველდღე უწევს 60 ათასიანი პუბლიკის წინაშე ასპარეზობა.
კანტერანოსს ვეტერანი ფეხბურთელის თვისებები აქვს.მას თანაგუნდელებიც გუნდის სრულფასოვან წევრად აღიქვამენ და მატჩის მიმდინარეობისას ისეთივე ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდასთან, როგორიც დანარჩენებთან.
ხესემანიას ერთ-ერთი პირველი ტყვე, ემილიო ბუტრაგენიო აღმოჩნდა: „ის შესანიშნავ ფორმაშია.როდესაც ბურთს იღებს, ხვდები, რომ რაღაც მოხდება.ვფიქრობ, ხესეს დიდებული მომავალი ელოდება.კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.“
როდრიგეს არც მთავარი მწვრთნელისაგან მოკლებია ქება: „ნიჭი ხესეს გენებშია.მან უნდა გააგრძელოს მუშაობა.“
როგორც ცნობილია, ხესეს განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ ანჩელოტი და ზიდანი.
MARCA
- 11 იანვარი 2014
- 2 925
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.