ევროლიგაზე მხოლოდ „რეალია“ დაუმარცხებელი
ევროლიგის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, მადრიდელებმა პირველი მატჩი გამართეს საშინაო პარკეტზე.
ამჯერად, პაბლო ლასოს დაუძლეველ ბიჭებთან საპაექროდ, „გალათასარაი“ ჩავიდა.როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და „თეთრებმა“ მხოლოდ 5 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე - 89:84.აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში, 6-მა კალათბურთელმა მოახერხა 10 ან მეტი ქულის ჩაგდება.
მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის წოდება, დარდენმა მოიხვეჭა, რომლიც ანგარიშზე ორმაგი დუბლია (13 ქულა და 10 მოხსნა).
მადრიდელთა მონაგარი: ლული (10), რუდი (2), დარდენი (13), მიროტიჩი (5), ბურუსისი (2), რეიესი (14), კეროლი (15), დრაპერი (0), სლოტერი (14), სერხიო როდრიგესი (14), მეხრი (-), დიესი (-).
ამრიგად, „რეალისათვის“ აღნიშნული გამარჯვება, ზედიზედ მე-12 გამოდგა ევროლიგაში, ხოლო 28-ე მიმდინარე სეზონში.
- 11 იანვარი 2014
- 1 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.