თავდაჯერებული პიკე
"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ გადააჭარბა და "ელ კლასიკოს" წინ განაცხადა, რომ მისი კლუბი "მშრალად" დაამარცხებს მადრიდის "რეალს".
გუშინ "ბილბაოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "ბარსელონამ" პირველი ადგილი უპირობო კონკურენტს მადრიდის "რეალს" დაუთმო. ამით უფრო საინტერესო "ელ კლასიკო" გველოდება, მაგრამ "მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ისევ პირველ ადგილს დაუბრუნდება და ანგარიშიც გამოცნობაც მოინდომა.
"დარწმუნებული ვარ გოლს არ გავუშვებთ და "რეალს" ან 2:0, ანაც 3:0 დავამარცხებთ" – აცხადებს ესპანელი მცველი. ""ელ კლასიკო" განსაკუთრებული მატჩია. მასში განსაკუთრებული მოტივაციაა, ბევრი ადრენალინი და ძლიერი ენერგეტიკაა".
ასევე პიკე მადლიერია პეპ გვარდიოლასი, რომელმაც ის გუნდში დააბრუნა 7 მლნ. ფუნს სტერლინგად. მცველის თქმით, გვარდიოლას ფეხბურთის სხვანაირი ხედვა აქვს.
"ელ კლასიკო" 29 ნოემბერს, კვირას 22:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 22 ნოემბერი 2009
- 3 931
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.