ბენზემა მეასეს მოლოდინში
ფრანგი გოლეადორი, „რეალის“ მაისურით მეასე გოლის მოლოდინშია.
ამ მომენტისათვის, ბენზემას აქტივში 204 თამაში და 98 ბურთია, რაც ცოტათი ჩამოუვარდება მისი კუმირის, ბრაზილიელი რონალდოს მადრიდულ მიღწევებს.4 წლიანი მადრიდისტობის განმავლობაში, „კიჭამ“ 177 შეხვედრა გამართა, სადაც 104-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
უფრო კონკურეტულად რომ ჩავწვდეთ სტატისტიკას, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე კარიმი უკეთესად გამოიყურება: 40 მატჩში 21 გოლი (ლიგაზე) და 23 მატჩში 12 გოლი, ხოლო ლუის ნაზარიო შედეგი შემდეგნაირია: 36 მატჩში 15 გოლი & 11 მატჩში 4 გოლი.
რაც შეეხება ასისტებს, „მამალთა“ წინახაზელს 27 დაუგროვდა, ხოლო ბრაზილიელს კოლეგას 18.
საინტერესომ, რომ ფორვარდებმა მხოლოდ 2-2 ჯერ მოახერხეს ჰეთ-თრიქის შესრულება.
და ბოლოს, რონალდომ 4 ტიტული მოიგო „რეალთან“ ერთად, ხოლო ბენზემას ანაგრიშზე ჯერჯერობით 3 ტროფეია.
MARCA
- 9 იანვარი 2014
- 2 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.