მორატა: „„რეალისთვის“ ვარ დაბადებული“
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფორვარდმა ალვარო მორატამ, მომავალზე ისაუბრა.
„ჩემი დიდი სურვილია, კარიერის მადრიდში დასრულება.შეიძლება ითქვას, რომ ამ კლუბისთვის ვარ დაბადებული.აქ თამაში, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.ვცდილობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო.სამწუხაროდ, გოლების რაოდენობაში მოვიკოჭლებ, თუმცა არ ვნერვიულობ, რამეთუ დროთა განმავლობაში მოვუმატებ.ვფიქრობ, საჭიროა მოთმინება და შანსის გამოყენება.თუ საერთოდ არ მექნება სათამაშო დრო, ხელმძღვანელობას გაშვებას ვთხოვ.“
„შემადგენლობაში მეგობრული ატმოსფერო სავალდებულოა.როდესაც ფეხბურთელი ცუდ პერიოდს განიცდის, თანაგუნდელს გვერდში დგომის რესურსი უნდა გააჩნდეს.“
„ჩემთვის ნებისმიერ წუთს ოქროს ფასი აქვს.რა თქმა უნდა, ტყუილ-უბრალოდ არ გადმომიყვანეს კასტილიიდან.აქედან გამომდინარე, როდესაც 5-10 წუთი გეძლევა, ამ დროში უნდა გადაწყვიტო მატჩის ბედი.“
Defensacentral.com
- 9 იანვარი 2014
- 1 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.