„კანტერანომ კარი უნდა შეამტვრიოს სასტარტოში“
ტრადიციისამებრ, სამეფო კლუბის შეხვედრას, გამოცემა AS-ის მთავარი რედაქტორი, ალფრედო რელანო გამოეხმაურა.
„სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეაჩვიო სასტარტოს, რათა ღმერთმა ნუ ქნას და ხელიდან წავიდეს და ა.შ.რაულზე არავინ ზრუნავდა დამატებით.17 წლის ასაკში, „ლა როსალედაზე“ მისი დებიუტი შედგა „ბლანკოსის“ რიგებში, თუმცა 1 კვირის შემდეგ, „რეალ მადრიდ ც“-ში დაბრუნდა, სადაც დუბლი შეასრულა.უკვე ამის შემდეგ, ვალდანომ ოფიციალურად გადმოიყვანა პირველ გუნდში.„ელ კაპიტანოს“ თვითდაჯერებულობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იყო.სწორედ ამიტომაც, შემდეგი სიტყვებით მიმართა არგენტინელ დამრიგებელს: „ხორხე, თუ არ ამიყვან გუნდში, შენ სინდისზე იყოს, ხოლო თამაშების მოგების სურვილი თუ გაგაჩნია, იცი, სადაც უნდა მიპოვო.“
რამდენიმე დღეში, რაულს მადრიდულ დერბიში ანდეს სასტარტო და ამ უკანასკნელმაც პირველი მადრიდული გოლი ჩაიწერა აქტივში.იქედან მოყოლებული, გონსალესმა კიდევ 322-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარის ბადე.
რაც შეეხება ხესეს, მის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია.ამ ეტაპისათვის, ის უკეთეს კონდიციებშია, ვიდრე ბეილი და დი მარია.არ ვამბობ, რომ 20 წლის ფეხბურთელი არგენტინელსა და უელსელზე ძლიერია, უბრალოდ, მომცემული მომენტისათვის, მათზე კარგად გამოიყურება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.როდრიგესმა, როგორც თავის დროზე კამაჩომ, „ნოუ კამპზე,“ „მესტალიასა“ და დოჰაში წარმატებული თამაშის წყალობით, სასტარტო შემადგენლობის კარი შეამტვრია.სწორედ ამიტომაც, უკვე ბევრი ევროპული გრანდი დაინტერესდა მისი შესაძლებლობებით.მას შეუძლია თამაში ორივე ფლანგზე, თავდამსხმელის უკან და ცენტრ-ფორვარდად, რაც დიდი პლიუსია.
„სელტას“ წინააღმდეგ, ხესეს მოედანზე გამოსვლის ფაქტორი გადამწყვეტი გამოდგა.ვიგოელების ძლიერი დაცვის ფონზე, მადრიდელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ახალგაზრდა შემტევმა მათი ავტობუსი გაარღვია და საგოლე პასით მოამარაგა კარიმ ბენზემა.
კარიერაში მეოთხასედ გამოიჩინა თავი რონალდუმ.მან შესაბამისი პატივი მიაგო ლეგენდარულ ეუსებიოს.“
- 8 იანვარი 2014
- 2 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.