"კასტილიას" მორიგი სამიზნე ჟოზე ვილიანია
ბრაზილიელი ფეხბურთელი შესაძლოა მიმდინარე კვირას "კასტილიაში" აღმოჩნდეს.
ბრაზილიური სპორტული გამომცემლები იუწყებიან, რომ "მადრიდის რეალმა" მიაღწია შეთანხმებას ურუგვაულ კლუბ "დეპორტივო მალდონადოსთან" ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით. "თეთრები" ჟოზე ვილიანი გარდა ცდილობდნენ "ბოტაფოგოს" თავდამსხმელის ენრიკეს ყიდვას, მაგრამ საბოლოოდ , როგორც ჩანს, არჩევანი სწორედ ჟოზე ვილიანზე გაკეთდა და ის მომდევნო პარასკევს უკვე ესპანეთის დედაქალაქში იქნება კონტრაქტის გასაფორმებლად.
ვილიან ჟოზე 22 წლის ფორვარდია, სიმაღლეში 1,86 მეტრია და კარგი გამოცდილება აქვს მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა. ის "გრემიოს" აღზრდილია, მაგრამ 2011 წელს "სან პაოლოში" გადავიდა, რომელიც ორი წლის შემდეგ მიატოვა. ეხლა მისი უფლებები "დეპორტივო მალდონადოს" ეკუთვნის.
- 8 იანვარი 2014
- 1 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.