Tiki-Taka: "ხაბი გაახანგრძლივებს"
Tiki-Taka იუწყება, რომ ხაბი ალონსომ "მადრიდის რეალთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
დღეს "მადრიდის რეალმა" მიაღწია შეთანხმებას ფეხბურთელის აგენტთან და შეხვედრა უკვე დაიგეგმა, რომელიც მომავალ კვირას ჩატარდება. როგორც Tiki-Taka იუწყება, კლუბში საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედიანად უყურებენ შეხვედრას. სულ რამოდენიმე კვირის წინ "მადრიდის რეალის" აღმასრულებელ წრეებში დიდ იმედებს მაინც არ ამყარებდნე იმაზე, რომ ალონსო კლუბთან გაახანგრძლივებდა, მაგრამ ბოლო კვირეების მანძილზე ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვალა და როგორც ჩანს, ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა დროის საკითხია.
გადაცემის წამყვანები იუწყებიან, რომ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მაქსიმუმ მომდევნო კვირას მოაწერს ხელს. შეთანხმება ითვალისწინებს ორწლიან კონტრაქტს შემდგომი გაგრძელების უფლებით, რომელიც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება ფეხბურთელი ჯანმრთელობის მხრივ. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ასევე გასამრჯელოს მატებასაც და მის 6 მლნ. ევრომდე გაზრდას.
- 8 იანვარი 2014
- 2 008
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.