პორტუგალი:"კაკას შეძენა 5 მლნ. ევროდ შეგვეძლო"
სანტანდერის "რასინგის" ახლანდელი მწვრთნელი მიგელ ანხელ პორტუგალი ადრე მუშაობდა "რეალში". ფლორენტინო პერესის პირველ ხანაში და რამონ კალდერონის დროსაც. "როცა კაკა "სან–პაულოში" თამაშობდა, მე ვურჩე კლუბს მისი ყიდვა. ბრაზილიურმა კლუბმა ის 5 მლნ. ევროდ შეგვიფასა 2001 წელს" – იხსენებს პორტუგალი.
"კლუბის მაშინდელი პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ შეეძინათ შემდგარი ვარსკვლავები. მაშინ მე კლუბს კრისტიანო რონალდოს შეძენაც ვურჩიე. მასზე რეკომენდაცია პაკო დე გარსიამ გამიკეთა, რომელიც ახლა დაბრუნდა კლუბში ლივერპულიდან. მაშინ პორტუგალიელი 3 მლნ. ევრო ღირდა, მაგრამ კლუბს ამაზე არ უფიქრია" – აცხადებს პორტუგალი.
"ეს იყო ზიდანი და ჩვენ ვყიდულობდით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს. ფლორენტინო არასწორად მოიქცა, როცა არ შეიძინა კაკა. მაშინ ის არ იყო ცნობილი და მარკეტინგულად არ იყო მომგებიანი. კაკა არ იყო მზად ყოფილიყო საუკეთესო ფორმაში ბრაზილიიდან ჩამოსვლის შემდეგ" – აცხადებს ვალდანო.
ასევე პორტუგალმა მიიღო მონაწილეობა ლასისა და ფობერის ტრანსფერებში. "ახლა სულ არ მიკვირს, რომ ლასი ძირითადის ფეხბურთელია. ფობერს რეკომენდაცია ხუანდე რამოსმა გაუწია. ფრანგ ფეხბურთელზე ვუთხარი, რომ მშრომელი და ძლიერი იყო, მაგრამ მაშინ პალანკაც გვყავდა, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა" – განაცხადა პორტუგალმა.
ინფორმაციის წყარო: Publico.es
- 22 ნოემბერი 2009
- 3 636
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.