ბოლო ვარჯიში "ოსასუნასთან" შეხვედრამდე
კარლო ანჩელოტიმ "ოსასუნასთან" სათასო შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.
"მადრიდის რეალმა" დაასრულა "ოსასუნასთან" შეხვედრისთვის მზადება. სათასო შეხვედრა ხვალ გაიმართება. კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაყო. პირველ ჯგუფში შედიოდნე კასილასი, დიეგო ლოპესი, ხესსი და ტომას მეხიასი, რომლებიც მეკარეების მწვრთნელ ვილიამ ვეჩისთან ვარჯიშობდნენ. მეორე ჯგუფში 18 ფეხბურთელი შედიოდა, მათ შორის კრიშტიანო რონალდუ და რამოსი, რომლებიც დახურულ დარბაზში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ შეუერთდნენ სხვებს.
- 8 იანვარი 2014
- 1 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.