მორატაზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა
მოგეხსენებათ, ალვარო მორატას პერსონით ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბია დაინტერესებული, ესპანელი ფორვარდის შეძენა პრემიერ ლიგიდან არსენალს, ხოლო სერია "ა"-დან მილანის ინტერსა და ტურინის იუვენტუსს სურთ...
გავრცელებული ინფორმაციით არსენალის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში მადრიდში ვიზიტს და მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს, რადგან მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ძალიან დაინტერესებულია ალვაროს პერსონით, თანაც წამყვანმა შემტევმა თეო უოლკოტმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ის გუნდის დახმარებას დიდი ხნის მანძილზე ვერ მოახერხებს.
იტალიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით მორატას მილანის ინტერიც აკვირდება და შეძენას შეეცდება, ასევე დიდი ინტერესი მოდის ტურინიდან, ადგილობრივი იუვენტუსი წინა ხაზის გაძლიერებას ცდილობს, რადგან კოლექტივში გადახალისებაა დაგეგმილი, შესაძლოა გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს და მათ შორის ფორვარდიც იქნება.
კარლო ანჩელოტი მორატას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, მისი აზრით კასტილიელი ფეხბურთელი დიდ წარმატებას მიაღწევს სამეფო კლუბში თუმცა ამისთვის დრო არის საჭირო.
ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი სამეფო კლუბისთვის ფეხბურთელის არენდით გაშვება გახლავთ, რადგან ბოლო დროს ხესე როდრიგესის თამაშმა ალვაროს ნიჭი ნამდვილად დაჩრდილა და ის ვეღარ ახერხებს შეცვლაზე შემოსვლასაც კი, აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ალვარო უთამაშებლობამ არ დატანჯოს, მისი დროებით გაშვება უპრიანი იქნებოდა.
ზამთრის სატრნსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 კვირაზე მეტია დარჩენილი, აქედან გამომდინარე გუნდებს მოლაპარაკებების წარმოების დრო აქვთ, თუმცა პრესის ინფორმაციით დაინტერესებულ გუნდებს მოთამაშის შეძენა სურთ და არა არენდით აყვანა.
- 8 იანვარი 2014
- 1 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.