ანჩელოტის გუნდის შენახვა უფრო იაფი ჯდება
"მადრიდის რეალს" კარლო ანჩელოტი და მისი სამწვრთნელო შტაბი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ჟოზე მოურინიო და მისი გუნდი.
კარლო ანჩელოტისა და მისი გუნდის შენახვა "მადრიდის რეალს" 10 მლნ. ევროთი ნაკლები უჯდება, ვიდრე ჟოზე მოურინიოს და მისი გუნდის შენახვა უჯდებოდა თავის დროზე.
მოურინიოს სამწვრთნელო შტაბის შენახვა კლუბს წლირად 30 მლნ. ევრო უჯდებოდა, ხოლო ანჩელოტის გუნდის შენახვა კი წლირად 15-დან 20 მლნ. ერომდე ჯდება და ამ თანხაში შესულია ანჩელოტის 7,5 მლნ. ევროიანი ხელფასი.
ზიდანის გასამრჯელო ბევრად ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე რუი ფარიასი იყო. რუი ფარია 1 მლნ. ევრომდე გასამრჯელოს ღებულობდა, მაშინ როცა ზიდანის გასამრჯელო 300 000 ევროს შეადგენს.
პოლ კლემენტეს ხელფასი კი 400 000 ევროა, ხოლო აიტორ კარანკას ხელფასი, რომელიც ასისტენტი მწვრთნელი იყო 500 000 ევროს შეადგენდა.
- 8 იანვარი 2014
- 2 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.