რონალდუ ეუსებიოსთვის ითამაშებს
ერთ-ერთი პირველი, ვინც პორტუგალიელი ლეგენდის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რონალდუ იყო.
სამეფო კლუბის გოლეადორი, თანამემამულე კუმირის ამ ქვეყნიდან წასვლით ძალიან გულდაწყვეტილია.მან სოციალური ქსელის საშუალებით, გულისტკივილი გამოთქვა და მარადიული ხსოვნა უსურვა შავ პანტერას.
დღევანდელ მატჩში „სელტას“ წინააღმდეგ, „ელ ფერარი“ ეუსებიოსთვის ითამაშებს.ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გოლების წვიმით მიაგოს პატივი წარსულში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს.
ამის პარალელურად, რონალდუს წინაშე სხვა გამოწვევაც დგას.თითქმის 2 თვე გადის მას შემდეგ, რაც „ჩამარტინის“ პუბლიკას კრიშტიანუს გოლი არ უნახავს.ბოლოს, 11 ნოემბერს გამოვიდა „შვიდიანი“ ადგილობრივი პუბლიკის წინაშე.
MARCA
- 6 იანვარი 2014
- 2 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.