ჩაბი: „მადრიდელებისგან ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობ“
ჩაბის მადრიდული მომავალი კვლავ გაურკვეველია.ბასკმა ერთ-ერთ ესპანურ გაზეთთან ინტერვიუ ჩაწერა.
„სამეფო კლუბში თამაში, ზეწოლასთან, დიდ მოთხოვნებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.ასეთ პირობებში, ყოველთვის მაღალ დონეზე თუ არ იასპარეზე, „ბერნაბეუს“ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრნობ.“
„რას გავაკეთებ 35 წლის ასაკში? მინდა, რომ დიდი დრო გავატარო ოჯახთან ერთად, თუმცა ფეხბურთში დარჩენასა და მწვრთნელის რანგში შესაძლებლობების მოსინჯვას არ გამოვრიცხავ.“
„ჩემი საახალწლო სურვილია, „რეალთან“ ერთად ყველაფრის მოგება, ხოლო შემდეგ მუნდიალზე ტიტულის დაცვა.“
MARCA
- 6 იანვარი 2014
- 1 539
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.