არიენ რობენი : "ესპანეთის ჩემპიონატი მოსაწყენი იყო, თუმცა...

არიენ რობენის განცხადებით, მადრიდის რეალში თამაშის დროს ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან მოსაწყენი იყო, რადგან ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ლა ლიგას აშკარა პროგრესი აქვს და პირველობა არც ისე იოლია როგორც ადრე...

"ჩემ დროს პირველობისთვის მხოლოდ ბარსელონა და რეალი იბრძოდნენ. ვთვლი, რომ ეს მოსაწყენია, მაგრამ ლა ლიგას ინტენსიურად ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ კონკურენცია მუდმივად იზრდება."

"ჩემი აზრით მადრიდის ატლეტიკოს ჩემპიონობის სერიოზული შანსი აქვს. იმ შემთხვევაში თუ რადამელ ფალკაო გუნდს არ დატოვებდა, "როხიბლანკო" თავისუფლად დასახელდებოდა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად, რადგან მათ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ."

"ესპანეთში სამი წინახაზელის გამოყოფა შეიძლება, ესენი არიან ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და დიეგო კოშტა, რომლებიც ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ ბომბარდირობისთვის ბრძოლაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მათ მხოლოდ პირადი ანგარიშები არ აქვთ, მათი გუნდებიც პირველობისთვის იბრძვიან."

"შანსებს თანაბრად გავანაწილებდი და თითოეულ გუნდს 33%-ს მივანიჭებდი. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა გაცილებით უფრო გამოცდილ გუნდებს წარმოადგენენ, ატლეტიკოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მათ ტოლი არაფერში დაუდოს ჩემპიონობა იზეიმოს."

"ესპანეთში ყველაზე დიდ პატივს იკერ კასილასს ვცემ, ის დიდებული პიროვნება და გოლკიპერია. არ ვიცი რა ხდება მის თავს, თუმცა დარწმუნებული ვარ მსგავსი სიტუაცი დროებითია და სულ მალე გამოსწორდება."

  • Hala
  • 5 იანვარი 2014
  • 3 517
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)