იბრას ჩრდილქვეშ მოქცეული 64 მილიონი პერესის ინტერესის არეალშია
მოგეხსენებათ, ედინსონ კავანი ნაპოლიდან პარისენჟერმენის შემადგენლობაში გასულ ზაფხულს 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა...
იმის თქმა, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა ვერ გაამართლა ნამდვილად ზედმეტია, რადგან ის გოლების გატანას ახერხებს, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის საუკეთესო ხანა ახლა დაუდგა, შვედი გოლს გოლზე იტანს და ედინსონის ღვაწლიც აღარ ჩანს.
ფაქტი ისაა, რომ ისე როგორც ნაპოლის სჭირდებოდა კავანი, პსჟ-ს ნამდვილად არ სჭირდება, რადგან წინ უამრავი მაღალი დონის ფორვარდი ჰყავს.
საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თუკი დედაქალაქელებს სასურველ თანხას შესთავაზებენ, ხელმძღვანელობა შესაძლოა დაფიქრდეს ურუგვაელის გაშვებაზე და მთელი ძალაუფლების ზლატანზე გადაცემაზე.
ასევე ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ფლორენტინო პერესი კვლავ არის დაინტერესებული ედინსონის პერსონით. თავის მხრივ არც კარლო ანჩელოტი იტყოდა უარს მისი დონის ფორვარდის დამატებაზე, ამ შემთხვევაში "ბლანკოსს" ნამდვილად მოეხსნება გამტანი თავდამსხმელის პრობლემა.
არაოფიციალური ინფორმაციით თუ პრეზიდენტი პერესი პარიზელებს იმავე თანხას შესთავაზებს, რაც მათ იტალიელებს ჩაურიცხეს, კავანი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება, აქედან გამომდინარე სავარაუდოა რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდში სერიოზულად იმსჯელებენ ურუგვაელი ფეხბურთელის დამატების საკითხზე.
- 5 იანვარი 2014
- 2 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.