მტერი „სახლში“ ბრუნდება
დაახლოებით 10 წლის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკამ, ლუის ენრიკე მტრად შერაცხა.
ესპანელმა ფეხბურთელმა, „რეალის“ გულშემატკივრების ზიზღი, 5 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, „ბარსელონაში“ გადაბარგებით დაიმსახურა.ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ შეხვედრებში, ენრიკე ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა გოლებს და ქომაგების გასაღიზიანებლად ძალისხმევას არ იშურებდა.ის არც მადრიდელ ფეხბურთელებთან კონფლიქტებს ერიდებოდა.გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ სალგადოს, ხოლო შემდეგ ზიდანის წინაშე „გაიწია.“
დღეს, ლუის ენრიკე „სელტას“ მწვრთნელის რანგში ბრუნდება მადრიდში.ბუნებრივია, ინჩასები შესაბამის „პატივს“ მიაგებენ მას.
MARCA
- 5 იანვარი 2014
- 4 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.