ანჩელოტი: „ბეილს განაცხადში შევიყვან“
კარლო ანჩელოტი ხვალინდელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ეუსებიო: "ძალიან ცუდი ამბავი იყო. მუდმივი ხსოვნა მას და ჩვენი მხარდაჭერა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს."
ბეილი: "ხვალისთვის ის განაცხადში იქნება, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია დაიწყებს თუ არა თამაშს სასტარტოდან და რა პოზიციაზე ითამაშებს. ოპტიმალური ფორმის აკრეფისთვის მუდამ დროა საჭირო
ლუის ენრიკე: "დიახ, მე ვიცი ლუის ენრიკეს ისტორია, მაგრამ ეს "მადრიდის რეალისა" და "სელტას" დაპირისპირებაა, ამიტომაც ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება."
კოენტრაუ: "მან პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშისის ტრავმა მიიღო, ვარჯიში 15 დღის წინ დაიწყო, ეხლაც ვარჯიშობს და არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეული დრო მაინც ჭირდება."
"ატლეტიკო"-"ბარსა": "გუშინ "ტლეტიკოს" შეხვედრა ვნახეთ, ისინი კარგად გამოიყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდი ანგარიშით არ მოუგიათ, საკმაოდ ორგანიზებული დაცვა და მტკიცე ხასიათის გუნდია."
იანვრის თამაშები, როტაცია: "რა თქმა უნდა, როტაცია იქნება და ეს აუცილებელია, განსაკუთრებით ეხლა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური განხრით კარგი იქნება."
ხესე: "იქნება თუ არა ხვალ სასტარტოში? ვერ გეტყვით, ხვალ მას ექნება თამაშის საშუალება. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელია. ჯერ ახალგაზრდაა, ბოლო დროს კი განსაკუთრებით მოუმატა."
ვარანე: "აღდგენით ვარჯიშებს აკეთებს და ნელ-ნელა უფრო მეტ დაწოლას ახდენს მტკივნეულ ფეხზე. მუხლი კარგად რეაგირებს. 10-15 დღეში უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება."
- 5 იანვარი 2014
- 1 874
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.