ხედირა თავს არ ზოგავს
გერმანელი ფეხბურთელი თავს არ ზოგავს, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს.
მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს მუხლის მძიმედ დაზიანების გამო, სემის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.ამ ეტაპზე, მადრიდელი სარეაბილიტაციო კურს მიუნხენთან ახლოს, დონაუშტაუფში გადის, სადაც ცნობილი ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნიშანდობლივი და საგულისხმოა, რომ თავისი სურვილისამებრ, ხედირა კლინიკაში ცხოვრობს.მისი სავარჯიშო პერიოდი 8 საათით შემოიფარგლება (ყოველდრე).ყოველგვარი დღესასწაულების მიუხედავად, ნახევარმცველი დილით, 09 საათზე იღვიძებს, გადის გარკვეულ შემოწმებებს და 17 საათამდე თავდაუზოგავად მუშაობს.
ხედირა პროგრესის იმედადაა და მისი მიზანია მუნდიალამდე დაბრუნება.
RealMadrid.Ru
- 4 იანვარი 2014
- 1 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.