კარლიტოს გამამწარებელი ვიგოელები

არსებული მომენტისათვის, „სელტა“ პრიმერა დივიზიონის გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, თუმცა იყო დრო, როდესაც ვიგოელები ევროპულ გრანდებს უმწარებდნენ სიცოცხლეს.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ანჩელოტისა და ვიგოელების გზები 4-ჯერ გადაიკვეთა.აქედან, ორჯერ „იუვეს“ დამრიგებლის რანგში, ხოლო ორჯერ „მილანის.“აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ესპანელების მხარესაა: 2 გამარჯვება, 1 ფრე და 1 წაგება.

მეტად დასამახსოვრებელია 1999-00 წ.წ. სეზონი, როდესაც „უეფას“ თასზე, გალისიელებმა ჯერ 1-0 წააგეს „ბებერ ქალბატონთან“ სტუმრად, ხოლო განმეორებით დუელში, არც მეტი არც ნაკლები, 4-0 გაანადგურეს ზიდანისა და დელ პიეროს გუნდი.

3 სეზონის შემდეგ, უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა „სელტასა“ და „მილანის“ პაექრობა.„ბალაიდოსზე“ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ხოლო „ჯუზეპე მეაცაზე“ კი, ცისფერ ფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა, კაკას გოლს, 2 ბურთით უპასუხეს.

როგორც ზემოდ აღვნიშნე, დღესდღეობით, სხვა „სელტასთან“ გვაქვს საქმე, თუმცა ისტორია ისტორიად რჩება.

marca

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (145)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)