ხესეს სასტარტოში ითხოვენ

გასულ სეზონში „კასტილიელების“ ვარსკვლავმა ხესემ, მადრიდისტების გულები მოკლე დროში დაიპყრო.

გამოცემას „ას“-ის მომხმარებლების 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში „სელტასთან,“ როდრიგესს სასტარტო შემადგენლობაში უნდა გამოუყონ ადგილი.

მიმდინარე სეზონის ოფიციალურ მატჩებში, ხესემ მხოლოდ 3 შემთხვევაში დაიწყო თამაში საწყისი წუთებიდან.პირველად, „ბერნაბეუზე“ „გალასთან“ გამოჩნდა, თუმცა რამოსის წითელის გამო, მალევე შეცვალეს, ხოლო დანარჩენ 2 შემთხვევაში, მწვრთნელმა სათასო შეხვედრებში მისცა შანსი.„ხატივასთან“ ორმატჩიან დუელში, კანტერანოსი გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ.განმეორებით დაპირისპირებაში, საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ბოლო ორთაბრძოლაში, სწორედ ხესეს გოლმა მოუტანა გუნდს 3 ქულა.ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ, პარიზელებსაც გაუტანა ამხანაგურ მატჩში.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (33)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)