მარადიული "შვიდიანის" დრო წავიდა?
ერთ დროს მადრიდის "რეალს" შეუჩერებელი კაპიტანი ყავდა, მაგრამ ლიდერობის შანსი დღეს მანუელ პელეგრინიმ მოუსპო. ეს ბოლო 5 თამაშია თავდასხმაში იგუაინი და ბენზემა დგანან. იმას ვერავინ უარყოფს, რომ შესანიშნავად თამაშობს ეს ორი ახალგაზრდა, მაგრამ იმასაც ნებისმიერი იტყვის, რომ რაულის სათადარიგოზე გასვლა მწვრთნელის გარეშე გასვლის ტოლფასია მოედანზე...
ნუთუ მარადიული "შვიდიანის" დრო წავიდა?... ამაზე ალაპარაკდა მთელი ესპანეთი და ევროპა. ყველა გადაჭრით აცხადებს, რომ რაულის დრო წავიდა და ახალგაზრდების დრო მოვიდა. ეს ყველა სამეფო კლუბის გულშემატკივრისთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამ ქავეყნად მარადიული არაფერია. ამ შესანიშნავმა პიროვნებამ 15 წელი გაატარა სამეფო კლუბში და ისტორიაში მყარად მოიკიდა ფეხი, მან თითქმის ყველა რეკორდი გააუმჯობესა, რაც კი დამყარებულა. ეს კი "თეთრების" მაისურით მოახერხა.
იგი როგორც ჯენტლმენი და უბრალოდ კარგი პიროვნება, გაგებით ეკიდება მწვრთნელის გადაწყვეტილებას. რაული ახალაგაზრდებს გვერდში უდგას და ასწავლის, თუ როგორ უნდა გახდნენ ნამდვილი მადრიდისტები. ბევრის აზრით, ელ კაპიტანო შესანიშნავ ფორმაშია, ამას "მილანთან" ჩატარებული შეხვედრაც ადასტურებს, სადაც ბოლო წუთებში შესულმა ორი საგოლე მომენტი შექმნა...
ჩილელი სპეციალისტიც გადაჭირთ აღიარებს გონსალესის მნიშვნელობას კლუბისათვის და იმასაც ამატებს, რომ რაული თანახმაა ახალგაზრდებს მიეცეს თამაშის შანსი, რადგან ისინი სამეფო კლუბის მომავალი ისტორიის შემოქმედნი არიან. ყველაფრის მიუხედავად მაინც უნდა მისცეს პელეგრინიმ ელ კაპიტანოს შანსი, რადგან იგი მაინც რაულია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: Kevlisha
- 22 ნოემბერი 2009
- 4 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.