ხუან მატას წასვლა სურს
ჟოზე მოურინიოს ჩელსიში მისვლის შემდეგ, ესპანელი ნახევარმცველის, ხუან მატას საქმე უკან-უკან მიდის და მოთამაშე ამ გარემოებით შეშფოთებული გახლავთ...
ესპანელი ჩელსის წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა, იგი ნახევარდაცვის რგოლში უამრავ ფუნქციას ითავსებდა და გუნდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის სქემაში ხუანი არ ჯდება.
მატას ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს, მას არაერთხელ მოურგია "ფურია როხას" ფორმა, თუმცა სასტარტოს ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, რადგან ნახევარდაცვაში ვისენტე დელ ბოსკეს ცნობილი კვარტეტი ჰყავს ინიესტა, ხავი, ბუსკეტსი, ალონსოს შემადგენლობით, მაგრამ მას მაინც ხშირად უწევდა საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა, ახლა კი მას აღარც ეროვნული გუნდის მწვრთნელი უცხადებს იმდენად ხშირად ნდობას, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ამიტომ ესპანელი კარიერაში ყველაზე ცუდ ეპოქას განიცდის.
უკვე საყოველთაოდ ცნობილია და ხუანს არაერთხელ განუცხადებია, რომ მან ინგლისი შესაძლოა უახლოეს მომავალში დატოვოს, რადგან სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ აქვს.
ნახევარმცველის შეძენით მადრიდის რეალი არაერთხელ დაინტერესებულა, თუმცა ოფერტი არასდროს დაკმაყოფილებულა, ახლა კი პერესს რეალური შანსი ექნება იმისა, რომ ესპანელი საკუთარ ქვეყანაში და კლუბში მისთვისვე სასარგებლო თანხის სანაცვლოდ დაიბრუნოს.
თავად ხუანს არასდროს განუცხადებია თუ სად სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "ბლანკოსის" ფორმის მორგების შემთხვევაში მატა ბედნიერი არ იქნება და ცხოვრებას თავიდან არ დაიწყებს.
- 3 იანვარი 2014
- 2 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.