მადრიდის "რეალმა" დაიბრუნა ჩვეული ადგილი
"ბარსელონას" სიურპრიზმა დახურა გუშინდელი ლა ლიგა... სამეფო კლუბის მთავარმა კონკურენტმა ბილბაოში დაკარგა ქულები, რამაც მადრიდელთა წისქვილზე დაასხა წყალი და ლიდერობა დაუბრუნა. "თეთრებმა" კი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს სანტანდერის "რასინგი" სანტიაგო ბერნაბეუზე.
გავიდა თვე–ნახევარი და სამეფო კლუბმა დაიბრუნა ტრადიციული ადგილი. მადრიდისტებს საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდათ, მაგრამ რონალდოს ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, გუნდმა დაიწყო უსახური თამაშის ჩვენება და ქულებსაც ბლომად კარგავდა... ამის მიუხედავად, როგორც იქნა "ბლანკოსი" შეეგუა ლიდერის გარეშე ასპარეზობას და ჩაუდგა კიდეც ლა ლიგას სათავეში.
მადრიდულ გრანდს ახლა 28 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს მის უშუალო კონკურენტ კატალონიის "ბარსელონას"... ეს ორი გუნდი ოდითგანვე გამალებით ებრძოდა ერთმანეთს და ახლაც გრძელდება ისტორია. კატალონიურმა კლუბმა სამ მატჩში დაკარგა ქულები, "ვალენსიასთან", "ოსასუნასთან" და ბილბაოს "ატლეტიქთან" და ახლა 27 ქულით მეორე ადგილს უკონკურენტოდ იკავებს. რაც შეეხება "ბლანკოსს", მათ ორ მატჩში ვერ იასპარეზეს საფულძვლიანად "სევილიასთან" და ხიხონის "სპორტინგთან". ასე, რომ ეს ორი გრანდი აგრძელებს დაპირისპირებას ერთმანეთში, ამჟამად კი სამეფო კლუბი სჯობნის.
ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი წინ არის... მომავალ ტურში მადრიდის "რეალი" კატალონიას ეწვევა კამპ ნოუზე, სადაც გაიმართება მთელს სეზონში ყველაზე საინტრესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა "ელ კლასიკო". ამ მომენტს მთელი მსოფლიო ელოდება და როდესაც ამ შეხვედრას უყურებს, ყველას სუნთქვა ეკვრის დაძაბულობისგან, სწორედ ასეთ თამაშს ელის გულშემატკივარი მომავალ უქმეებზეც.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: Kevlisha
- 22 ნოემბერი 2009
- 3 596
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.