პერესი ზაფხულში დორტმუნდის დასუსტებას შეეცდება

გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ფლორენტინო პერესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს, მას ორი დორტმუნდელის, გიუნდოგანის და რობერტ ლევანდოვსკის შეძენა სურს...

Bild-ის ცნობით ფლორენტინო ჩაბი ალონსოსთან შეთანხმებას ვერ აღწევს და ბასკი ნახევარმცველი მომავალ სეზონში მადრიდელი აღარ იქნება, მისი სრულფასოვანი შემცვლელი "ბლანკოსს" ჯერ-ჯერობით არ ჰყავს, თუმცა ასიერ ილიარამენდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაცემული ავანსები გაამართლოს და გუნდის ახალი ალონსო გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "მერენგების" შემადგენლობაში უამრავი ნახევარმცველია, პერესი თვლის, რომ ილკაი გიუნდოგანი ბუნდესლიგის შემდეგ ლა ლიგაში შესანიშნავად წარმოაჩენს თავს და ჩაბის სრულფასოვანი შემცვლელი გახდება, რადგან მას არც ფიზიკური ძალა აკლია , არც ტექნიკა და არც სისწრაფე.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დორტმუნდს მხოლოდ ერთი შეთავაზება არ ექნება, პრეზიდენტს არც რობერტ ლევანდოვსკის ინტერესი განელებია, რომელიც მას უკვე დიდი ხანი აქვს. ჭორის დონეზე ცნობილია, რომ ფლორენტინო დორტმუნდის ორი ფეხბურთელისთვის 65 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც სახუმარო თანხა ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ბორუსიელებს არც ისე სახარბიელო სიტუაცია აქვთ ფინანსური თვალსაზრისით.

  • Hala
  • 3 იანვარი 2014
  • 1 704
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)