ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
დიდებულად ასპარეზობს “რეალის” საკალათბურთო გუნდი. მადრიდელებმა ამჯერად “ვალიადოლიდი” სტუმრად 18-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.
ეს ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში. შეხვედრის პირველი მეოთხედი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა, 22-18. ამის შემდეგ გარბახოსას, პრიგიონისა და ბალოკის 3-ქულიანებმა “რეალს” სოლიდური უპირატესობა მოუპოვა და პირველი ნახევარი 33-42 დასრულდა ეტორე მესინას გუნდის სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედში “რეალმა” უკვე 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ნოვიცა ველიჩკოვიჩის დამსახურებაა. სერბმა კალათბურთელი, ოთხი სამქულიანის პარალელურად, 5 პასითა და ამდენივე მოხსნით გამოირჩა. ზუსტად 21 ქულას მოუყარა თავი ასევე ხორხე გარბახოსამ, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დარიუს ლავრინოვიჩი ამჯერად 10 ქულას, 1 პასს, 4 მოხსნასა და 3 ჩაჭრას დასჯერდა.
მომდევნო კვირას, “რეალი” “გრანადას” უმასპინძლებს, მანამდე კი ევროლიგაში “მილანს” დაუპირისპირდება.
ვალაიდოლიდი 69 -87 რეალი
(22-18, 11-24, 18-30, 18-15)
რეალი: პრიგიონი (5), ჰანსესი (6), ლავრინოვიჩი (10), კაუკენასი (4), ველიჩკოვიჩი (21), გარბახოსა (21), ჰერველე (2), დაშიჩი (2), ბალოკი (13), ლული (3).
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 22 ნოემბერი 2009
- 3 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.