კოენტრაუს იტალიელები აკვირდებიან
სერია ა-ს გრანდები, პორტუგალიელი მცველის შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი.
Calcionews24 იუწყება, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ კოენტრაუსთვის ბრძოლას გააჩაღებენ.ისინი მზად არიან, ჯერ კიდევ ლაზარეთში მყოფ მოთამაშეში, 15-დან 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.
რამდენად დათანხმდებიან ოფიციალურ მადრიდში „ბებერი ქალბატონის“ ან ნეაპოლიტანელების წინადადებას, მეორე საკითხია, რამეთუ სეზონის ყველაზე რთული ეტაპის მოახლოვებასთან ერთად, ანჩელოტის მხოლოდ მარსელოს ამარად ყოფნა არ სურს.ამასთანავე, „რეალისათვის“ 20 მილიონიც საკმარისი არ იქნება.
Defensacentral.com
- 30 დეკემბერი 2013
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.