რამოსი „დასაბრუნებლად“ ემზადება
სამეფო კლუბის გულშემატკივრებში, 2014 წელს ნამდვილი რამოსის „დაბრუნებას“ ელოდებიან.
ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ 2013 წელი, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, ანდალუსიელისთვის საშინელი გამოდგა ამას თვითონაც აღიარებს: „შესაბამის დონეზე ვერ ვიმყოფები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რათა გავუმჯობესდე.“ შესაძლოა, საშობაო არდადეგებმა, ფეხბურთელი „გონზე“ მოიყვანოს და მას ძველი სტაბილურობა და დამაჯერებლობა დაუბრუნოს.
ესპანეთში წერენ, რომ კონფედერაციის თასის შემდეგ, რამოსს ზურგის ტრავმა აწუხებს, რასაც სეზონის სტარტზე, კუნთის ტკივილებიც დაემატა.გამომდინარე იქედან, რომ ვარანიც ლაზარეთში იმყოფება, ანჩელოტი რამოსს დასვენების საშუალებას ვერ აძლევს და ამ უკანასკნელსაც, დისკომფორტით უწევს მწვანე მინდორზე გამოსვლა.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ სერხიოს გამოსწორება მართებს, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბოლო დროინდელი შეცდომები.
- 30 დეკემბერი 2013
- 2 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.