მადრიდელებმა ვარჯიში განაახლეს
ანჩელოტის ფეხბურთელებმა საშობაო არდადეგები ამოწურეს.
დღეს დილით, მადრიდელები ვალდებებასის ბაზაზე შეიკრიბნენ და „პსჟ“-სთან ამხანაგური მატჩისთვის (2 იანვარს) დაიწყეს მზადება.იტალიელი მწვრთნელი განკარგულებაში 18 მოთამაშე გახლდათ.
ვარანი და ბეილი სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო კოენტრაუ და ხედირა სპეციალური პროგრამით განაგრძობდნენ ვარჯიშს.მარსელოსა და დი მარიას გამოკლებით (კლუბთან შეთანხმებით გამოტოვეს სესია), დანარჩენმა ფეხბურთელებმა სრული დატვირტთვით იმუშავეს.
realmadrid.com
- 30 დეკემბერი 2013
- 1 834
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.