„რეალმა“ არც „ბარსელონა“ დაინდო
სამეფო კლუბის კალათბურთელებმა, 2013 წელი მოგებით დაასრულეს.
„ენდესა“ ლიგის მე-13 ტურში, ესპანეთის დედაქალაქს „ბარსელონა“ სტუმრობდა.კატალონიელები ყველაზე პრინციპული მეტოქის საზეიმო განწყობის ჩაშლას ეცადნენ, თუმცა ამაოდ.ლასოს შეგირდები, პირველი წუთებიდან ბოლომდე, დამაჯერებლად ასპარეზოდბენ, რისი წყალობითაც, მოწინააღმდეგის ფარში 98 ქულა ჩააგდეს.თავის მხრივ „კულეებიც“ აქტიურად გამოიყურებოდნენ და სასარგებლოდ იყენებდნენ პერიმეტრს, მაგრამ გამდაწყვეტ მომენტში, მადრიდელები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ.საბოლოოდ, 98-84 დაფიქსირდა ტაბლოზე.
„თეთრებთა“ რიგებში 10-ზე მეტი ქულის მოგროვება 6-მა კალათბურთელმა მოახერხა.მათგან ყველაზე გამორჩეულად, რუდი ფერნანდესი ასპარეზობდა.ამ უკანასკნელმა 18 ქულასა, 3 მოხსნასა და 6 ასისტს მოუყარა თავი.აღნიშვნის ღირსია ვეტერანი კაპიტნის თამაშიც.ფელიპე რეიესმა 12 ქულა ჩაიწერა აქტივში და „წითლები“ ორჯერ დასაჯა სამქულიანი პოზიციიდან.
იხ. მატჩის სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, MJ - პარკეტზე გატარებული წუთი, Ptos - ქულა, T2 - 2 ქულიანი, T3 - 3 ქულიანი, TL - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FR - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), A - გადაცემა, BP - დაკარგვა, BR - ჩაჭრა, TF - დაფარება, VAL - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
მაშასადამე, მადრიდელები 13 გამარჯვებით, ერთპიროვნულად ლიდერობან გათამაშების ცხრილს.ისინი ბარსელონელების რეკორდისკენ მიიწევენ, რომელთა ანგარიშზეც 15 გამარჯვებაა (სეზონის სტარტიდან მოყოლებული).
- 30 დეკემბერი 2013
- 2 885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.