პაულო ბენტუ : "კოენტრაუს სიტუაცია მაშფოთებს"
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პაულო ბენტუს განცხადებით, მისთვის შემაშფოთებელია ის სიტუაცია, რაც ფაბიო კოენტრაოს ირგვლივ ტრიალებს და აუცილებელია ზომები დროულად იქნეს მიღებული...
"მინდა გითხრათ, რომ ფაბიო კოენტრაოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველია, რომელსაც შეტევაშიც შეუძლია სიტუაციის გამწვავება, მე მასთან არაერთი წლის მანძილზე მიმუშავია და ვიცი თუ რა შეუძლია. უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ, მის კარიერაში ყველაზე მძიმე დრო დგას. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რომ იგი უდიდესი მწვრთნელია, მაგრამ ფეხბურთელის მსგავსი იგნორირება კარგი შედეგის მომტანი არც ფეხბურთელისთვის და არც გუნდისთვის არ იქნება.
"უთამაშებლობას ტრავმები ემატება, რაც თავისთავად საგანგაშოა, თუმცა ვთვლი, რომ დაზიანებები პირველ რიგში იმით არის გამოწვეული, რომ კოეს მწვანე მინდორზე გასვლის საშუალება არ ეძლევა და ფიზიკურად ვერ ძლიერდება."
"მსოფლიო თასი გვიახლოვდება და მინდა დაცვის მარცხენა ფლანგი სწორედ მას ჩავაბარო, ამისათვის კი საჭიროა მუდმივი მუშაობა და მოედანზე გაცილებითმეტი დროის გატარება, სხვა შემთხვევაში კოენტრაო ვერ იქნება სათანადო დონეზე, რაც დიდ ზიანს მოგვაყენებს."
- 29 დეკემბერი 2013
- 1 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.