„მოურინიოს ვპატიობ“
პორტუგალიურმა A Bola-მ რონალდუსთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოლეადორი აცხადებს, რომ მოურინიოსთან მუშაობის სურვილი არ დაუკარგავს.
„ვაპატიო მოურინიოს? მე ვპატიობ ყველას.არასოდეს ცუდი არ მითქვამს არავისზე და არ ვაპირებ გზიდან გადახვევას.რა თქმა უნდა, ჟოზესთან მუშაობის სურვილი არ დამიკარგავს, ისევე, როგორც ჩემს ყველა წინამორბედ მწვრთნელთან.მათგან ბევრი რამ ვისწავლე და გავიზარდე, როგორც საფეხბურთო, ასევე ადამიანური თვალსაზრისით.“
„„ოქროს ბურთი?“ შეიძლება ვიმსახურებ მის მოგებას.ბოლო წლების განმავლობაში, რამდენჯერმე მოვხდი FIFPro-ს იდეალურ გუნდში და ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე ვდგავარ.ვფიქრობ, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.“
„მიმდინარე სეზონში, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ჩვენზე სტაბილურობით გამოირჩევიან, თუმცა ლა ლიგა გრძელი სეზონია და ვიმედოვნებ, მაისში პირველზე ვიქნებით.“
„რა თქმა უნდა, ყველა ტიტული მნიშვნელოვანია და რომელიმეს გამოყოფას არ ვაპირებ.“
AS
- 28 დეკემბერი 2013
- 3 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.