რონალდუ: „შემდეგ სეზონში მეტი გოლის გატანას ვეცდები“

კრიშტიანუ რონალდუმ და პერლუიჯი კოლინამ, დუბაიში, სპორტის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.ამავდროულად, პორტუგალიელს გადაეცა წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომელიც Globe Soccer-მა დააწესა.

„თუ არ ხარ მტკიცე და მაქსიმალურად კონცეტრირებული იმ საქმეში, რასაც აკეთებ, არაფერი გამოგივა.სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ძალიან მომწონს ზეწოლის ქვეშ ცხოვრება.“

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და შევეცდები უფრო მეტი გოლის გატანას.“

„ბუნებრივია, პირადი რეკორდების დამხობა ადვილი როდია, თუმცა არ შევუშინდები გამოწვევას.“

„მომავალ მუნდიალზე პორტუგალია ფავორიტის სტატუსით არ გამოდის, რაც სასარგებლოა ჩვენთვის.“

„ესპანეთმა ნამდვილად დაიმსახურა ის ტიტიულები, რომლებიც ბოლო წლებში მოიგეს, მაგრამ გავიხსენოთ მათი ისტორია.ათეული წლების განმავლობაში, „ფურია როხა“ წარმატებას ვერ ახერხებდა, თუმდა დადგა მომენტი, როდესაც ისინი აღორძინდნენ.იმედია, პორტუგალიაც ასეთ გზას გაივლის.“

„ტყუილია, რომ მე საფეხბურთო სამყაროში კუმირი მყავს.ბევრი ფეხბურთელის გვერდით მომწონს თამაში.“

შეხვედრის ბოლოს, ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა რონალდუსთან დაკავშირებით ანეგდოტი გაიხსენა: „ერთხელ, მამა-შვილი მივიდნენ რონისთან და ფოტოს გადაღება სთხოვეს, თუმცა როგორც გაირკვა, აპარატი არ მუშაობდა, რამაც მშობელში მღელვარება გამოიწვია.ამის შემხედვარე, რონალდუმ ფანებს უთხრა, რომ სანამ ერთ კადრსაც არ გადაიღებდნენ, იქედან ფეხს არ მოიცვლიდა.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)