მადრიდელების 24-ე გამარჯვება
მადრიდელი კალათბურთელების შეჩერება, ვერც ბადალონელებმა მოახერხეს.
მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილს, ლასოს ბიჭები დაუმარცხებლად ატარებენ.მათ ანგარიშზე უკვე 24 მოგება (12 ესპანეთში, 10 ევრო ლიგაზე, 2 თასზე) ირიცხება, რასაც კლუბის ისტორიის მანძილზე ბადალი არ აქვს.
„ენდესა“ ლიგი მე-12 ტურის მატჩში, „რეალის“ სტუმრად ჩავიდა კატალონიაში და „ჟოვენტუდს“ შეერკინა.ცხრილის შუაში მყოფმა მასპინძლებმა, დიდი ვერაფერი ბრძოლა გაუწიეს დედაქალაქელებს - 68-72.მართალია, მხოლოდ 4 ქულიანი ჰანდიკაპი დაფიქსირდა, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში პარკეტზე „თეთრები“ დომინირებდნენ, ხოლო ადგილობრივმა კალათბურთელებმა მას შემდეგ დაიწყეს ქულების მოგროვება, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილები გახლდათ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდება სერხიო როდრიგესს ერგო.ამ უკანასკნელმა 21 ქულას მოუყარა თავი.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდელმა გამთამაშებელმა 100 პროცენტიანი შედეგით ისროლა საშუალო დისტანციიდან (8-დან 8).
მატჩის სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, MJ - პარკეტზე გატარებული წუთი, Ptos - ქულა, T2 - 2 ქულიანი, T3 - 3 ქულიანი, TL - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FR - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), A - გადაცემა, BP - დაკარგვა, BR - ჩაჭრა, TF - დაფარება, VAL - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
ამრიგად, მეთორმეტე ტურის თავზე, „რეალი“ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.29 დეკემბერს, მადრიდელები „ბარსელონას“ მიიღებენ, რომლებიც 9 გამარჯვებით მესამე პოზიციას იკავებენ.
- 28 დეკემბერი 2013
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.