2 თვე კოენტრაუს გარეშე
პორტუგალიელ განაპირა მცველს, კარიერაში არასახარბიელო პერიოდი უდგას.
ტრავმების გადამკიდე, კოე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც მიმდინარე სეზონში, ყველაზე ნაკლები დრო გაატარეს საქმეში.ბოლოს, ფაბიუმ, 2 ნოემბერს, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ითამაშა და პირველ ტაიმის მიღებული დაზიანების გამო, შესვენებაზე მწვრთნელმა შეცვალა.ამის შემდეგ, ფეხბურთელი სანაკრებო ბატალიებისთვის გამოჯანმრთელდა, თუმცა იღბალმა კვლავ ზურგია აქცია და 19 ნოემბერს, კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის 2 თვეა უთამაშებელია.
ანჩელოტი იმედოვნებს, რომ კოენტრაუ მალე ჩადგება მწყობრში, რამეთუ წინ სეზონის ყველაზე რთული ეტაპია და გუნდი, მხოლოდ მარსელოთი ფონს ვერ გავა.
ცნობისთვის, კოემ 282 წუთი დაჰყო პრიმერას შეხვედრებში, ხოლო ლიგასა და თასზე არ უთამაშია.
marca
- 27 დეკემბერი 2013
- 1 796
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.