ანჩელოტის 9 ამოცანა
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ 2014 წლის დადგომასთან ერთად, კარლო ანჩელოტის 9 ძირითადი ამოცანა აქვს გადასაჭრელი.
1. „ლა დესიმა“
იტალიელის დამოძღვრილები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობენ.ჯგუფური ეტაპის მიწურულს, მადრიდელებს 5 მოგება და 1 ფრე დაუგროვდათ (ბურთების შეფარდება 20:5-ზე).ზედიზედ 3 წელი ნახევარ-ფინალურ სტადიაზე თამაში დედაქალაქელებისათვის დამაკმაყოფილებელი როდია.ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პერესმა 181 მლნ. ევრო გაიღო, რათა ბოლოდროინდელი ტრადიცია დაირღვეს და გუნდიც გავიდეს ფინალში.1/8 ფინალში „თეთრების“ მეტოქე, გელზენკირხენული „შალკე 04“ იქნება.
2. ჩემპიონობა პრიმერაში
„რეალი“ ჯერჯერობით მესამეა გათამაშების ცხრილში, თუმცა 5 ქულიანი ჰანდიკაპი ის ბარიერი არ არის, რომლის დაძლევაც მათ არ ძალუძთ.ლა ლიგის 17 ტურის თავზე, კარლოს ბიჭებმა 13 მოგებას, 2 ფრესა და 2 მარცხს მოუყარეს თავი.წინ 21 სათამაშო დღეა დარჩენილი და სასწორზე 63 ქულა დევს.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
3. ჩაბის დარწმუნება
ბასკი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი, 2014 წლის 30 ივნისს კარგავს ძალას.კლუბის სურვილია, რომ ალონსო კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს „თეთრი“ მაისურის ამარა, თუმცა თავად საყრდენი, ახალ ხელშეკრულებას ხელის მოწერას არ ჩქარობს, არადა, მადრიდელებისათვის მისი ფაქტორი გადამწყვეტია.ტრავმის მოშუშების შემდეგ, ჩაბი 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა (9 მოგება და 2 ყაიმი).სწორედ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა შეგირდის დარწმუნება.
4. ძირითადი კიპერის დილემა
ის, რომ მეკარეების როტაცია ანომალიაა, პაპა კარლომაც შესანიშნავად იცის, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას არ ცვლის.იტალიელ დამრიგებელს კარიერის განმავლობაში 12 ტიტული მოუგია და აღსანიშნავია, რომ ყოველთვის 1 კონკრეტულ გოლკიპერს ენდობოდა.სტატისტიკის მიხედვით, კასილიასი ყოველ 161 წუთში უშვებს გოლს, ხოლო ლოპესი 72 წუთში.
5. წითლების მოყვარული, არასტაბილური რამოსი
მადრიდული კარიერის განმავლობაში, ანდალუსიელი 18 გაძევებას მოითვლის, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო ციფრია.მიმდინარე სეზონში, სერხიოს ჯერ „გლათასარაისთან“ მოუწია მოედნის პირველ ტაიმში დატოვება, ხოლო შემდეგ „ოსასუნასთან.“პირველ შემთხვევაში, მისმა არყოფნამ გუნდი ვერ დააზარალა, რასაც ვერ ვიტყით „ელ სადარზე“ გამართულ მატჩზე, სადაც სწორედ რამოსის ფაქტორმა ქულები დააკარგინა მადრიდს.რამდენიმე კვირის წინ, მას პრობლემები ჰქონდა პრეზიდენტთანაც და ერთ პერიოდში, პრესა მის გაყიდვაზეც წერდა, თუმცა ურთიერთშეთანხმების შედეგად, პრობლემები აღმოიფხვრა.ჯერჯერობით არასტაბილურ თამაშს ვერაფერ მოუხერხა მცველმა.შესაძლოა ვარანის დაბრუნებამ რამოსი სათადარიგოზე გაუშვას.ეს ფაქტი კი, ნამდვილად ასწავლის ჭკუას „ოთხიანს.“
6. ბეილის გამოყენება
უელსელმა შემტევმა სეზონი ტრავმით დაიწყო.საერთო ჯამში გარეთს 7 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 ასისტია.ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა „იუვენტუსის (1 გოლი),“ „სევილიასა (დუბლი)“ და „ვალადოლიდის (ჰეთ-თრიქი)“ წინააღმდეგ, თუმცა მწვანე მინდორზე არ ჩანდა, „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან.“ეჭვგარეშეა, რომ ბეილი ჯერჯერობით ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას.
7. დი მარიას დამშვიდება
100 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ, არგენტინელის მადრიდული ყოფა აშკარად გართულდა, რითიც უკმაყოფილოა.ბუნებრივია, სასტარტოში ბრძოლა წაგებული აქვს, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლა, არაფრით შეიძლება.კარლო ცდილობს ფეხბურთელის დამშვიდებას და მისთვის ნდობის გამოცხადებას.ცნობისათვის, ანხელმა 6 ჯერ თვითონ გაიტანა, ხოლო 8-ჯერ სხვას გაატანინა.
8. ბენზემას გამოფხიზლება
თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონათებას, კარიმი საშინელ სეზონს ატარებს.„სანტიაგო ბერნაბეუს“ სტვენის მოსმენის შემდეგ, თავდამსხმელი თითქოს გააქტიურდა და ზედიზედ 5 მატჩში თავი გამოიჩინა, თუმცა შემდეგ კვლავ ფსკერისკენ წავიდა და 7 დეკემბრიდან დღემდე, მშრალ სერიაზე აქვს ხელი მოწერილი.
9. მეტი ნდობა კასტილიელებს
ბენზემას პირობებში, ანჩელოტიმ მეტი სათამაშო დრო უნდა დაუთმოს მორატასა და ხესეს.ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, რამეთუ გასულ ტურში „მესტალიაზე“ გაიტანა გაამრჯვების გოლი.
as.com
- 26 დეკემბერი 2013
- 2 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.