მოდრიჩი: „კარლო მენდობა“
ლუკა მოდრიჩი 2014 წელს დიდი ამბიციებით ხვდება.ხორვატი გამთამაშებელი, ოჯახთან ერთად, ლონდონში ატარებს საშობაო არდადეგებს.
- 2013 წელი საგოლე პასით დაასრულეთ „მესტალიაზე..“
- დიახ.გახარებული ვარ მოვლენების ამგავრი განვითარებით.ხესეს გოლს მთელი გუნდი აღნშნავდა.ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ვართ.
- როგორ იყო 2013 წელი თქვენთვის?
- პერსონალური თვალსაზრისით, შესანიშნავი წელი გამოდგა.განსაკუთრებით დამამახსოვრდა „ოლდ ტრაფორდისა“ და სამეფო თასზე „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშები.ვფიქრობ, გადამწყვეტ მომენტებში, ფორტუნამ გვიღალატა, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2014 უკეთესი იქნება ყველანაირ ასპექტში.
- სამეფო კლუბში ადაპტაციის ეტაპი ბოლომდე დაძლიეთ?
- ამ მომენტისათვის დიდებულ კონდიციებში ვიმყოფები.პრე-სეზონში მონაწილეობის მიღება ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.ვგონებ, რომ არა მწვრთნელის ნდობა წარმატებულად ვერ ვითამაშებდი.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინებული ურთიერთობა მაქვს ფანებთან.ჩვენ ლიგის მეათე თასი უნდა მოვიგოთ მათთვის.ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას.
- რას ნიშნავს ანჩელოტისა და ზიდანის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა?
- დიდებულია.კარლო შესანიშნავი დამრიგებელია.ის 100 პროცენტით მენდობა, რაც მაძლიერებს.რაც შეეხება ზიზუს, ფრანგი ძალიან გვეხმარება.ბევრს გვიხსნის და გვასწავლის.
marca.com
- 26 დეკემბერი 2013
- 1 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.