"მადრიდის რეალი" ბედნიერ შობას გისურვებთ!
"მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა შობის დღესასწაული მიულოცეს გულშემატკივრებს
კრიშტიანო რონალდუ: "მრავალ შობას და ახალ წელს დაესწარით. გისურვებთ, რომ 2014 წელი იმედებისა და ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის"
მარსელო: "მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით მადრიდისტებო!"
ბენზემა: "გილოცავთ და მის ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერად გატარებას გისურვებთ."
ვარანე: "გილოცავთ. წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელი თქვენთვის."
ბეილმა და მოდრიჩამ ერთობლივად მიულოცეს მადრიდისტებს ესპანურ ენაზე: "მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით. საუკეთესოს გისურვებთ ახალი წლისთვის"-განაცხადა უელსელმა, ხოლო ხორვატიელმა კი დაამატა: "გილოცავთ ახალ წელს."
ხაბი ალონსომ კაზემიროსთან ერთად მიულოცა: "მრავალ შობა ახალ წელს და გისურვებთ, რომ თითოეული თქვეგანისთვის ახალი წელი საუკეთესო ყოფილიყოს"-განაცხადა ესპანელმა, ხოლო ამის შემდეგ ბრაზილიელმა განაგრძო: "ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და მრავალ შობას დაესწარით."
მორატამ და ისკომ ერთობლივი მილოცვა გააკეთეს: "მე მინდა, რომ ყველა მადრიდისტას ბედნიერი სადღესასწაულო დღეები ვუსურვო, გაატარეთ ეს დღეები ოჯახის წევრებთან ერთად. ბედნიერი და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს თავად გუნდისთვის , როგორც პროფესიონალური, ასევე პირადი განხრითაც. ჯანმრთელობა ყველას."
ამის შემდეგ მოვიდა დი მარიას და ხესეს ჯერი. ხესემ განაცხადა: "გილოცავთ, განსაკუთრებით კი "მადრიდის რეალს" და ერთად გისურვებთ მხოლოდ საუკეთესოს". არგენტინელმა ამის შემდეგ გააგრძელა: "მრავალ შობა ახალ წელს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელი წარმატებული იქნება და გექნებათ ზეიმის საშუალება."
პეპემ და არბელოამაც გააკეთეს მისალოცი განცხადება: "ბედნიერ და მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით"-აღნიშნა პეპემ, ხოლო არბელოამ კი დაამატა: "ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. გისურვებთ, რომ 2014 წელის ჯანმრთელობის და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყო."
შემდეგ მოვიდა დიეგო ლოპესისა და კარვახალის ჯერი: "ბედნიერი ახალი წელი ყველა მადრიდისტას მთელს მსოფლიოზე. გისურვებთ ეს დღეები თქვენს საყვარელ ხალხთან ბედნიერად გაგეტარებინოთ."-აღნიშნა ლოპესმა. "მრავალ ახალ წელს. დაე ეს წელი წარმატებისა და ბედნიერიბის მომტანი იყოს, განსაკუთრებით კი "მადრიდის რეალისთის" "-განაცხადა კარვახალმა.
ნაჩომ და ილარამაც გააკეთეს თავიანთი განცხადებები: "მრავალ შობა ახალ წელს და თქვენს ოჯახებს წარმატებებს ვუსურვებ"-აღნიშნა ნახევარმცველმა, ხოლო მცველმა კი დაამატა: "დაე 2014 წელი დატვირთული იყოს პირადი და გუნდური წარმატებებით."
- 25 დეკემბერი 2013
- 2 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.