ოქროს მაძიებელი გოლეადორები
მიმდინარე სეზონი იმითაც არის გამორჩეული, რომ „ოქრო ბუცისთვის“ მებრძოლთა რიგებში, დიდი კონკურენცია სუფევს.
სანამ უშუალოდ თავდამსხმელების შედეგებზე გადავიდოდეთ, გაუწყებთ, რომ აღნიშნულ პაექრობაში, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ინგლისისა და პორტუგალიის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელის გოლი 2 ქულად ფასობს, ხოლო დანარჩენი პირველობებზე გასული ბურთები, 1.5 (საფრანგეთში, ჰოლანდიაში და ა.შ.) და 1 ქულადაა (შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატები) შეფასებული.
ამრიგად, სეზონის შუა ნაწილში, ოქროს მაძიებელი 3 გოლეადორი გამოიკვეთა.პირველ ადგილს სუარესი და კოშტა იყოფენ (19 გოლი - 38 ქულა), ხოლო მათ ერთით ჩამორჩება რონალდუ (18 გოლი - 36 ქულა), რომელსაც აგუერო (13 გ.), ფინბოგასონი (17), იბრაჰიმოვიჩი (15) ლევანდოვსკი, ტევესი, ადრიან გომესი და გრიზმანი (ოთხივეს 11 გოლი) მოყვებიან.
აღსანიშნავია, რომ ლიტვის ჩემპიონატში, ნერიხუს ვასკისს, ჩამოთვლილ მოთამაშეებზე ბევრი გოლი აქვს შეგდებული (27), თუმცა წესების მიხედვით, ქვედა პოზიციას სჯერდება.
marca.com
- 25 დეკემბერი 2013
- 4 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.