იგუაინი რონალდოს გაუტოლდა
მადრიდის "რეალის" ფორვარდი გონსალო იგუაინი გატანილ გოლებში პორტუგალიელ კრისტიანო რონალდოს გაუტოლდა.
ბოლო ხანებში "სამეფო კლუბის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი ძალიან კარგად გამოიყურება და გოლებიც გააქვს. რაულს გონსალოსთან დიდი კონკურენციის გადატანა მოუწევს.
"პიპიტამ" დღევანდელ შეხვედრაში "რასინგთან" შეძლო თავის გამოჩენა და გუნდის ბომბარდირ კრისტიანო რონალდოს გაუტოლდა გატანილ გოლებში. ახლა ორივე ფეხბურთელს ხუთ–ხუთი გოლი აქვს გატანილი.
ახალგაზრდა ფორვარდმა მოიპოვა მანუელ პელეგრინის ნდობა მისი კარგი თამაშით და გატანილი გოლებით. ის არგენტინის ნაკრებშიც შესანიშნავად გამოიყურება.
იგუაინმა ბოლო ხანებში გოლები გაუტანა "ვალიადოლიდს" (1 გოლი), "ხეტაფეს" (2), "ატლეტიკოს" (1) და "რასინგს" (1). ასე, რომ ყველაფერი წინ აქვს "პიპიტას".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 22 ნოემბერი 2009
- 3 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.