ანხელიტო ზაფხულამდე დარჩება
ბეილის გამადრიდელების შემდეგ, დი მარიას მადრიდული ყოფა გაურთულდა.
დაახლოებით 2 კვირის წინ, სამხრეთ ამერიკელი გარემარბი სერიოზულად ფიქრობდა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვებას, თუმცა ანჩელოტისთან შეხვედრამ, ანხელიტოს გეგმები ცოტათი შეცვალა.
„ვალენსიასთან“ საკმაოდ წარმატებული ასპარეზობის (1 გოლი და 1 ასისტი) დასრულებისთანავე, ფეხბურთელმა დასძინა, რომ მხოლოდ „რეალზე“ ფიქრობს და სასტარტოსთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ დი მარია ამგვარ განწყობას მხოლოდ ზაფხულამდე შეინარჩუნებს.
მიმდინარე სეზონში, არგენტინელმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 6-ში შეძლო თავის გამოჩენა.ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც სამივე ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა.
marca.com
- 24 დეკემბერი 2013
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.