„ულტრასები“ იმუქრებიან
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ქომაგთა რადიკალური დაჯგუფება „ულტრა სური,“ შიდა სამზარეულოში არსებული პრობლემების გამო, პერესმა „სანტიაგო ბერნაბეუდან“ გააძევა.
პრეზიდენტის თქმით, ახალი წლიდან, საშინაო არენის სამხრეთ ტრიბუნის სკამებს, ახალგაზრდა მადრიდისტები დაიკავებენ, რომლებიც ახალი ჟინითა და სულისკვეთებით უქომაგებენ ფავორიტ ფეხბურთელებს.
თავის მხრივ, ფლორენტინოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოეწონათ „ულტრასებს,“ რომლებმაც უკვე ომი გამოუცხადეს ახალბედა გაერთიანების წევრებს.ისინი „ბერნაბეუდან“ გაყრით ემუქრებიან მათ.
პ.ს. პირადი გამოცდილებიდან გაუწებთ, რომ „ულტრა სური“ საკმაოდ აგრესიული კოლექტივია.ისინი სამეფო კლუბის სხვა ქომაგებს არ აღიარებენ.
- 24 დეკემბერი 2013
- 2 769
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.