არსენალს რეალის ორი ფეხბურთელი სურს

არსენ ვენგერის გუნდი დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჯერ-ჯერობით ლიდერობს კიდეც პრემიერ ლიგას, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს მოკლე სათადარიგო სკამის გამო პრობლემები ექმნება. Daily Star-ის ინფორმაციით, მეთოფეები შემადგენლობის გაძლიერებას მადრიდელი ფეხბურთელებით იკერ კასილასითა და ალვარო მორატათი აპირებენ.

მორატას არსენალში ტრანსფერის თემა ერთი თვის წინ ძალიან აქტუალური იყო, მაგრამ მაშინ ვენგერმა ჭორები უარყო. Daily Star-ის ინფორმაციით, მას შემდეგ არსენმა გადაწყვეტილება შეცვალა და მზად არის ბლანკოსის 21 წლის ფორვარდი შეიძინოს.

გარდა ამისა, ვენგერი აქტიურად ცდილობს იკერ კასილასის შეძენას, რომელსაც სამეფო კლუბში სათამაშო პრაქტიკა ფაქტიურად არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეფო კლუბი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ თანახმაა მორატას ნახევარწლიან იჯარაზე.

  • SunSay
  • 23 დეკემბერი 2013
  • 2 248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)