ხესე: „თავი სიზმარში მგონია“
ახალგაზრდა მადრიდისტამ, „რეალი“ მორიგი ყაიმისგან იხსნა.
„გამარჯვების გოლის გატანა არჩვეულებრივი გრძნობაა, თავი სიზმარში მგონია.გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ მთავარია, რომ გაშვებულ ბურთზე დროულად მოვახდინეთ რეაგირება.“
„შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა.ყველას პატივი უნდა სცე, მაგრამ თუ თამაში გინდა, სხვაზე მეტი უნდა გააკეთო.“
„რა თქმა უნდა, ზაფხულში არ მსურდა კლუბის გამოცვლა.ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი და მადლობა მწვრთნელს ნდობისათვის.გოლის გატანის შემდეგ, ზიზუს ვეძებდი.ეს ჩემი საშობაო საჩუქარია მისთვის.“
„„ატლეტიკო“ და „ბარსა“ მაღალ დონეზე ასპარეზობენ.ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რამეთუ სეზონი საკმაოდ გრძელია.“
realmadrid.com
- 23 დეკემბერი 2013
- 2 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.