რამოსი: „კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ“
„მესტალიაზე“ გამართულ პაექრობაში, სერხიო რამოსმა მოწოდების სიმაღლეზე ვერ ითამაშა.
„ვფიქრობ, რთული და კომპლექსური დაპირისპირება გამოდგა.მასპინძლები 90-ე წუთამდე იბრძოდნენ.ჩემი აზრით, პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით.“
„ბუნებრივია, ჩვენი თამაში გაუმჯობესებას ექვემდებარება, მაგრამ ამ მომენტისათვის, ვალენსიადან წამოღებული 3 ქულა ყველაზე მნიშვნელოვანია.“
„წაგება ან მოგება, არა რომელიმე ფეხბურთელის, არამედ გუნდის დამსახურებაა.სიმართლე გითხრათ, გავრცელებულ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევ, რამეთუ არ მსურს დროის დაკარგვა.ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, სამეფო კლუბის მაისურის ტარება.“
„„ბარსელონსა“ და „ატლეტიკოს“ შეცდომებს უნდა დაველოდოთ.“
as.com
- 23 დეკემბერი 2013
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.