„რეალი“ კვლავ წაუგებელია
სამეფო კლუბის კალათბურთელები, „ენდესა“ ლიგის მე-11 ტურს ფარგლებში, ვალენსიას ესტუმრნენ.
პაბლოს ლასოს შეგირდებმა, მეორეადგილოსან გუნდთან საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს.აღსანიშნავია, რომ ვალენსიელებმა გაცილებით ნაყოფიერად დაიწყეს თამაში და უკვე დიდი შესვენებისთვის, 15 ქულიანი ჰანდიკაპით ამარცხებდნენ „თეთრებს,“ თუმცა პარკეტზე დაბრუნების შემდეგ, მადრიდელები გამოცოცხლდნენ.რუდი ფერნანდესის, ნიკოლა მიროტიჩისა და სერხიო ლულის წყალობით, „რეალმა“ არსებული სხვაობა დაძლია და მეტიც, 75-82 დაამარცხა მოწინააღმდეგე.
შეხვედრის ყველაზე ღირებული მოთამაშე, უდავოდ რუდი ფერნანდესი გახდა, რომელმაც 18 ქულას, 5 პასიც მიუწერა.
იხ.სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, MJ - პარკეტზე გატარებული წუთი, Ptos - ქულა, T2 - 2 ქულიანი, T3 - 3 ქულიანი, TL - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FR - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), A - გადაცემა, BP - დაკარგვა, BR - ჩაჭრა, TF - დაფარება, VAL - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
ამრიგად, 11 გამარჯვებით, სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ერპიროვნული ლიდერია.
- 23 დეკემბერი 2013
- 1 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.