შეუმჩნეველი ნაჩო

შეიძლება ითქვას, რომ კასტილიელთა ყოფილი კაპიტანი და ამჟამად მთავარ გუნდში მოასპარეზე ნაჩო ძალიან საიმედო მცველია. რამოსთან, პეპესთან და ვარანთან კონკურენციის გამო მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა როცა იგი მოედანზეა ''რეალი'' ფაქტიურად არ აგებს.

საქმე იმაშია, რომ 22 მატჩია ბლანკოსი დაუმარცხებელია თუ მოედანზე ნაჩოა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ესპანელი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და სტატისტიკაც მის სასარგებლოდ იხრება.
პეპეს და ვარანის ტრავმიანობის გამო იგი დღევანდელ შეხვედრაში მესტალიაზე სასტარტოში მოგვევლინება, სამი წლის წინ სწორედ ამ სტადიონზე შედგა მისი დებიუტი, როცა სამეფო კლუბმა ადგილობრივი ''ვალენსია'' 6-3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნაჩო უნივერსალია და როგორც ფლანგებზე ასევე დაცვის ცენტრში შეუძლია თამაში.



Marca.Com

  • Stifler
  • 22 დეკემბერი 2013
  • 2 396
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)