Corriere : "მილანი ალონსოს გადაბირებასაც შეეცდება"
მოგეხსენებათ, იტალიური მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს. პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობას ფაბიო კოენტრაოს შეძენა სურს და პორტუგალიელი ფეხბურთლის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებს...
ცნობილი იტალიური გამოცემის Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობას ჩაბი ალონსოს შეძენაც აქვს განზრახული.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ბასკ ფეხბურთელს სამეფო კლუბთან თანამშრომლობის გაგრძლება არ სურს, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ფაქტი ისაა, რომ თუ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდა და პერესმა ნახევარმცველი ზამთარშივე არ გაყიდა, ჩაბი კლუბს 2014 წლის 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც დედაქალაქელთა წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენტინო სავარაუდოდ ყველა შემოთავაზებას განიხილავს, თუ რაღა თქმა უნდა ხელშეკრულება არ გაგრძელდა, მაგრამ როგორც ჩანს ბასკს აღარ სურს ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა, მას რეალის ხელმძღვანელობამ არაერთხელ შესთავაზა ახალი კონტრაქტი, მაგრამ მოთამაშე ჯერ-ჯერობით უარზეა, აქედან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა, რომ მან პოზიცია შეიცვალოს.
- 21 დეკემბერი 2013
- 1 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.