დანი პარეხო : "რეალთან თამაში ყოველთვის დიდი გამოცდილებაა"

ვალენსიას ნახევარმცველი დანიელი პარეხო, რომელიც მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ "ბლანკოსთან" თითოეული შეხვედრა მისთვის უდიდესი გამოცდილებაა, რადგან ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესო გახლავს...

"წლების მანძილზე გამოვდიოდი მადრიდის რეალის მაისურით, მე სამეფო კლუბის არაერთ ასაკოვან კოლექტივში მაქვს ნათამაშები, ასევე მთავარ გუნდში, ეს ყველაზე დიდი ბედნირება გახლავთ ჩემი კარიერის მანძილზე."

"ვალენსიაში თავს კარგად ვგრძნობ, აქ გაცილებით უფრო საჭირო ფეხბურთელი ვარ ვიდრე სამეფო კლუბში, მე ესპანეთის რამდენიმე კლუბში მომიწია თამაში, მაგრამ ყველაზე კარგად თავს "ღამურების" შემადგენლობაში ვგრძნობ, რადგან კლუბის წარმატებაში წვლილის შეტანის საშუალება მეძლევა."

"მას შემდეგ რაც "ბლანკოსი" დავტოვე, ამ გუნდის წინააღმდეგ რამდენჯერმე მომიწია ასპარეზობა, ყველა მათგანი ამაღელვებელი იყო, რადგან სამეფო კლუბის გულშემატკივარი გახლავართ."

"თუკი გოლის გატანას მოვახერხებ არ აღვნიშნავ, რადგან მადრიდელთა განაწყენება არ მსურს, არაერთხელ მითქვამს რომ "ბლანკოსი" ჩემი საყვარელი კლუბია."

  • Hala
  • 21 დეკემბერი 2013
  • 1 576
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)