როგორ შეუტევს "რეალი"?
მანუელ პელეგრინიმ შეიმუშავა ახალი ტაქტიკური სქემა სპეციალურად რაულისთვის...
როგორც იქნა ელ კაპიტანო დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას. ამ ბოლო შეხვედრებში რაულს არ ეძლეოდა სასტარტო წუთებიდან თამაშის დაწყების უფლება, მაგრამ გულშემატკივარის დაჟინებული მოთხოვნით და პელეგრინის გადაწყვეტილებით გამოინახა ადგილი მადრიდელი პრიცისთვის. მანუს განცხადებით, დღეს აუცილებლად იქნება სასტარტო 11 ფეხბურთელში გონსალეს ბლანკო.
როგორც ვიცით, ჩილელის დარიგებული სამეფო კლუბი 4–4–2 ტაქტიკით თამაშობდა დღემდე, მაგრამ "რასინგთან" შეხვედრაში მოუწევს შეცვალოს ეს წყობა და გუნდი 4–3–3_ით ათამაშოს. "ვერდიბლაკოსთან" მატჩში გაირკვევა, თუ რომელი სათამაშო წყობით გამოსდის ასპარეზობა მადრიდულ გრანდს, ასევე შემოწმდება ელ კაპიტანოს სათამაშო კონდიციები.
მანუს ძალიან არ უნდოდა დაეშორებინა ბენზემა–იგუაინის წყვილი და ამიტომაც სამი თავდამსხმელით გამოვა მოედანზე "ბლანკოსი". არგენტინელსა და ფრანგთან, ერთად მადრიდელთა შეტევებს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს რაული.
ხაბი ალონსო და ფერნანდო გაგო მოაწესრიგებენ მდგომარეობას ნახევარდაცვის ცენტრში... აი რაც შეეხება ბრაზილიელ კაკას, იგი გამთამაშებლად ითამაშებს და განავითარებს "თეთრების" შეტევებს. რიკი სრულ თავისუფლებას მიიღებს წინა ხაზში.
გუნდს ვერ დაეხმარება ლასანა დიარამ, რომელიც უბრალოდ გადაღლილია სანაკრებო კვირის შემდგომ. ასევე შემადგელობის მიღმა რჩება სერხიო რამოსი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო "ატლეტიკოსთან" მატჩში და გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
ავტორი: Kevlisha
- 21 ნოემბერი 2009
- 3 856
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.